29.10.2018 - დღეს
ჩატარდა
პირველი
საწრეო
მუშაობა
ქართულ
ენაში.
გავიხსენეთ "მეტყველების ნაწილები". შევასრულეთ ამ
თემაზე
სავარჯიშოები. შეხვედრა ძალზე საინტერესო და სახალისო გამოვიდა. დღევანდელმა შეხვედრამ განუმტკიცა მოსწავლეებს ცოდნა მეტყველების ნაწილების შესახებ.
05.11.2018- დღეს ჩატარდა მეორე შეხვედრა ქართულ ენაში. გავიხსენეთ, არსებითი სახელი და არსებითი სახელის ბრუნება.
შევადგინეთ წინადადებები. აგრეთვე შევასრულეთ სავარჯიშოები. შეხვედრა ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუმტკიცდათ და გაუღრმავდათ წინარე ცოდნა.
12.11.2018 დღეს
ჩატარდა
მესამე
შეხვედრა ქართულ ენაში. საზოგადო და
საკუთარი სახელების მართლწერასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, შეასრულეს წერითი სავარჯიშოები.
19.11.2018-დღეს ჩატარდა მეოთხე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. ჩვენი შეხვედრის თემა
იყო რთული სიტყვები, რთული სიტყვების მართლწერა.
შეხვედრამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. შეხვედრის შედეგად
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს.
26.11.2018
დღეს ჩატარდა მეხუთე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. ჩვენი შეხვედრის თემა იყო
"ზედსართავი სახელი". გავიხსენეთ ზედსართავი სახელის რას ეწოდება, მისი კითხვა. შევადგინეთ წინადადებები ზედსართავი სახელის გამოყენებით და შემდეგ მოვახდინეთ მათი წინადადებიდან გამოყოფა, შეხვედრამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, შეხვედრის შედეგად მოსწავლეებმა ცოდნა განამტკიცეს .
03.12.18 დღეს
ჩატარდა
საწრეო
მუშაობა
ქართულ
ენაში.
გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ ცოდნა
"რიცხვითი სახელის" შესახებ. ტექსტიდან ამოვიწერეთ რიცხვითი სახელები, სიტყვები დავახარისხეთ რაოდენობრივ და რიგობით რიცხვით სახელებად. რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენებით შევადგინეთ წინადადებები. შეხვედრამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.
10.12.2018 დღეს ჩატარდა
მეშვიდე
საწრეო
მუშაობა
ქართულ
ენაში.
ჩვენი
შეხვედრის თემა გახლდათ: სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, ბარბარიზმები. მოსწავლეებმა შეასრულეს სავარჯიშოები, რის შედეგადაც მოხდა მათი ცოდნის გაღრმავება. წრის მეცადინეობა საინტერესოდ და
ხალისიანად დასრულდა.
17.12.2018.დღეს ჩატარდა
საწრეო
მუშაობა
ქართულ
ენაში.
ჩვენი
შეხვედრის თემა გახლდათ უცნობი ტექსტის გაგება და გააზრება. ჩვენ წავიკითხეთ ტექსტი, დავსვი ამომწურავი ტექსტები. განვახორციელე აქტივობა, ინდივიდუალური კითხვა. მოსწავლეებმა ტექსტი კარგად გაიაზრეს, რაც მათი ამომწურავი პასუხებიდანაც ჩანდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ხალისიანი გამოვიდა. შეხვედრის შედეგად მოსწავლეებში ამაღლდა მოტივაცია.
24.12.2018 დღეს ჩატარდა
საწრეო
მუშაობა
ქართულ
ენაში.
მოსწავლეებმა დაწერეს შემაჯამებელი სამუშაო. ბავშვებმა შეასრულეს სავარჯიშოები, რის შედეგადაც მათ მიერ შესწავლილი და განმტკიცებული ცოდნის შეჯამება გრამატიკულ საკითხებში.
No comments:
Post a Comment