სსიპ ვახტანგ გზირიშვილის
სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა
წრის მუშაობის
რეფლექსია
მათემატიკური წრე ,,მოაზროვნე
მათემატიკოსები’’
წრის ხელმძღვანელი: მაია
ხარატი
2018-2019 სასწავლო
წლის პირველ სემესტრში შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა მათემატიკაში. წრის ჩამოყალიბებამდე ჩავატარე წინამოსამზადებელი სამუშაო, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, ამიტომ შევეცადე მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა ისეთი ამოცანები, რომლის გადაწყვეტაც ლოგიკურ აზროვნებას საჭიროებდა. ამოცანები იყო, როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული. ყველა მოსწავლემ ვერ შეძლო ასეთი ამოცანების ამოხსნის გზების ძიება და გადაწყვეტა, აქედან გამომდინარე მომიხდა ჩემს მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის შესწორება. რამდენიმე მეცადინეობამ დამანახა, რომ მოსწავლეებთან საჭირო იყო ინდივიდუაური მიდგომები, შესაბამისად მომდევნო მეცადინეობებზე შევეცადე გამეთვალისწინებინა თითოეულის შესაძლებლობები.
წრეში გაერთიანებული მყავდა IV კლასის
16 მოსწავლე. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საწრეო მუშაობაში. მე-4 კლასში შესაწავლილი მასალის სიღრმისეულად და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით განხილული იყო შემდეგი საკითხები: ამოცანების ამოხსნა, სახალისო
მათემატიკა, მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე, დრო, მასა,სიგრძის გაზომვა,
გეომეტრია-ხაზვა, საყოფაცხოვრებო ამოცანები, ამოცანები მსჯელობაზე,
შესაძლებლობებზე და კანონზომიერებაზე. მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში, წყვილებში, ინდივიდუალურად. აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.
საგაკვეთილო პროცესში დაკვირვებისას და მშობლებთან ურთიერთობით, ირკვევა, რომ მოსწავლეები უფრო აქტიურები გახდნენ, საშინაო დავალებას ასრულებენ დამოუკიდებლად და ინტერესით. აკონტროლებენ საკუთარ ქცევებს.
ვფიქრობ, რომ წრის
მეცადინეობები დაეხმარა მათ სოციალური უნარების განვითარებაში, ქცევისა და სწავლის თვითმართვაში.
მიზნების მისაღწევად ვიყენებდი შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, სახელმძღვანელო (როგორც სასწავლო, ასევე დამატებითი), ინტერნეტით მოძიებული ინფორმაცია. (www.kodala.ge, www.skoool.emis.ge, www.silkschool.ge)
დიდი სურვილი
მქონდა განმეხორციელებინა კომუნიკაცია ,,edmodo-ს“ პროგრამის
საშუალებით, სადაც მოსწავლეები ერთდროულად მიიღებდნენ ჩემს მიერ გამზადებულ დავალებას
დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ამოხსნიდნენ და გადმომიგზავნიდნენ მითითებულ დროში, რითაც განიმტკიცებდნენ კომპიუტერის
ფლობისა და კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალების უნარს. ამ აქტივობის განხორციელება ვერ
მოხერხდა, რადგან მოსწავლეებს და არც უმრავლესობა მშობლებს არ ჰქონდათ შექმნილი პირადი
ფოსტა, რაც საჭირო იყო ასეთი ტიპის კომუნიკაციისათვის.
მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით დაგეგმილი მქონდა ისეთი
აქტივობები. რომლებიც
ეფექტური იქნებოდა მასალის ასათვისებლად და ამავდროულად სახალისო და საინტერესო მოსწავლეებისათვის.
ისინიც ხალისით ასრულებდნენ ყველა დავალებას.
პირადად ჩემთვის წრისმუშაობა იყო დიდი სტიმულის მომცემი, რომ მეტი
პირადად ჩემთვის წრისმუშაობა იყო დიდი სტიმულის მომცემი, რომ მეტი
მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა ჩემს მოსწავლეებთან.
დადებითი იყო ის, რომ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა მათემატიკაში. მათ განუმტკიცდათ შემოქმედებითი კვლევა-ძიების, კომუნიკაციის,
დადებითი იყო ის, რომ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა მათემატიკაში. მათ განუმტკიცდათ შემოქმედებითი კვლევა-ძიების, კომუნიკაციის,
თანამშრომლობის, თვითგამოხატვის უნარები.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნიჭის მეტად წარმოჩენის, რამაც იმოქმედა მათ თვითრწმენაზე, ამაღლდა მათი შეხედულება საკუთარ თავზე და გაუჩნდათ თავიანთი შემოქმედებითი სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობა.
საწრეო მუშაობამ, ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს
საწრეო მუშაობამ, ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს
გაუღრმავდათ საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. ამაღლდა საგნის სწავლების დონე სკოლაში.
იყო ხარვეზები, ზოგიერთ მოსწავლეს არ ჰქონდა საჭირო რესურსები. შემდეგში მასალის უკეთ ასათვისებლად ვაპირებ გამოვიყენო კომპიუტერული-ტექნოლოგიები, უფრო მეტი რესურსები და ვიმუშაო პროექტებზე.
იყო ხარვეზები, ზოგიერთ მოსწავლეს არ ჰქონდა საჭირო რესურსები. შემდეგში მასალის უკეთ ასათვისებლად ვაპირებ გამოვიყენო კომპიუტერული-ტექნოლოგიები, უფრო მეტი რესურსები და ვიმუშაო პროექტებზე.
საწრეო მუშაობის შეჯამებისას გავაკეთე მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა,
რომელშიც წრის მუშაობა დადებითად იქნა შეფასებული, მათ გამოთქვეს სურვილი მომავალ სემესტრში გაგრძელდეს საწრეო მუშაობა.
No comments:
Post a Comment