Monday, 4 February 2019

წრის მოკლე დახასიათება (მათემატიკის წრე, მე-2 სემესტრი)

წრის მოკლე დახასიათება



   მოსწავლეებს მოეწონათ და გაუხარდათ წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ ეს იდეა  და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთან შეთანხმებით).
  წრის მიზანია, მოსწავლეებში  მათემატიკისადმი    ინტერესის  
გაღვივება,  ცოდნის გაღრმავება და კვლევითი  უნარების განვითარება.    საგაკვეთილო
პროცესში გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, სავარჯიშოებს, დამხმარე მასალას,
ამოცანებს  და თავსატეხებს. ყურადღებას გავამახვილებ  მათემატიკური  უნარ-ჩვევების (მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე. მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავებასა და განმტკიცებაზე, რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები. მოსწავლეებს შევთავაზებ  მრავალფეროვან აქტივობებს მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოვიდეს.  
     გამოვიყენებ შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, მარკერი, პროექტორი, საჩვენებული ჯოხი, მანიპულატივები, ბუკები, დავალების ბარათები, ფერადი წებოვანი ფურცლები, შუქნიშნის ბარათები და ა.შ.

წრის მოკლე დახასიათება (ქართულის წრე, მე-2 სემესტრი)


  
  წრის მოკლე დახასიათება


   მოსწავლეებს მოეწონათ და გაუხარდათ წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ ეს იდეა  და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთან შეთანხმებით).
  წრის მიზანია, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საპროგრამო მასალის მიხედვით ქართულ ენაში.
მოსწავლეთათვის საწრეო მუშაობა საჭიროა იმიტომ,რომ მაქსიმალურად მეტი ცოდნა
დააგროვონ გრამატიკაში,რაც მომავალში აუცილებლად  გახდება  სწორად  წერისა
 და მეტყველების საწინდარი. უკვე რამდენიმე წელია რაც,ქართული ენა
ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება,მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ
გრამატიკის სახელმძღვანელო, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას. წრის მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოვიდეს მოსწავლეებს შევთავაზებ მრავალფეროვან, საინტერესო და სახალისო აქტივობებს.  
         საწრეო მუშაობისას გამოვიყენებ მრავალფეროვან  რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,დავალების ბარათები,  ფერადი წებოვანი ფურცლები, მარკერები, შუქნიშნის ბარათები, თაბახის ფერადი ფურცლები და ა.შ.
       

განცხადება (მათემატიკის წრე, მე-2 სემესტრი)


    სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ თბილისის  173 საჯარო სკოლის
IV-ვ კლასის მოსწავლეებისათვის 2019 წლის 4 თებერვლიდან (მეორე სემესტრი) მუშაობას განაგრძობს უფასო მათემატიკის წრე „მაზროვნე მათემატიკოსები“.
     შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე, ერთი საათი. წრის მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასის მათემატიკის  მასწავლებელი:  მაია ხარატი.

განცხადება (ქართულის წრე, მე-2 სემესტრი)


        სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ თბილისის  173 საჯარო სკოლის
IV-ვ კლასის მოსწავლეებისათვის 2019 წლის 4 თებერვლიდან (მეორე სემესტრი) მუშაობას განაგრძობს უფასო ქართული ენის წრე „ჩვენი ენა ქართული“.
    შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე, ერთი საათი.
  წრის მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:  მაია ხარატი.