წრის მოკლე დახასიათება
მოსწავლეებს მოეწონათ და გაუხარდათ წრის მუშაობის
გაგრძელების შესახებ ეს იდეა და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების
შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ
ხელშეკრულებები(დირექციასთან შეთანხმებით).
წრის მიზანია, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საპროგრამო მასალის მიხედვით ქართულ ენაში.
მოსწავლეთათვის საწრეო მუშაობა საჭიროა იმიტომ,რომ მაქსიმალურად მეტი ცოდნა
დააგროვონ გრამატიკაში,რაც მომავალში აუცილებლად გახდება სწორად წერისა
და მეტყველების საწინდარი. უკვე რამდენიმე წელია რაც,ქართული ენა
ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება,მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ
გრამატიკის სახელმძღვანელო, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას. წრის მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ გამოვიდეს მოსწავლეებს შევთავაზებ მრავალფეროვან, საინტერესო და სახალისო აქტივობებს.
საწრეო მუშაობისას გამოვიყენებ მრავალფეროვან რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,დავალების ბარათები, ფერადი წებოვანი ფურცლები, მარკერები, შუქნიშნის ბარათები, თაბახის ფერადი ფურცლები და ა.შ.
No comments:
Post a Comment