წრის მუშაობის შესახებ მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვის
შედეგების ანალიზი
წრის ხელმძღვანელი: მაია ხარატი
IV კლასი, I სემესტრი, 2018-2019
სასწავლო წელი
წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარ, სკოლის და ჩემს მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია https://xaratimaia.blogspot.com/ განვათავსე განცხადება, სადაც აღნიშნული იყო წრის სახელწოდება, შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი, მიზანი, მოლოდინები, მუშაობის დრო)მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე IVკლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის. ასევე, მოსწავლეებთან გამოვაცხადე წრის მუშაობის სავარაუდო დაწყების შესახებ. შეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა, სემესტრის განმავლობაში, კვირაში 1 დღე, ყოველ ორშაბათს ვატარებდი საწრეო გაკვეთილებს. ფოტო მასალა ატვირთულია ბლოგზე: https://xaratimaia.blogspot.com/
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს რეფლექსიაში( თან ერთვის).მიუხედავად იმისა, რომ თემები და ხშირად აქტივობებიც დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სემესტრის ბოლოს დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლების შეფასებით წრის მუშაობის შესახებ,ამიტომ შევადგინე კითხვარი როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისათვის, სადაც ძირითადი აქცენტი გავაკეთე შემდეგ კითხვებზე:
1.საინტერესო იყო თუ არა წრეზე განხორციელებული აქტივობები?
2. რამდენად საინტერესო და მათ ინტერესებზე მორგებული იყო წრეზე შესწავლილი საკითხები?
3. იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო და დაეხმარა თუ არა შესწავლილი მასალა ცოდნის გაღრმავებაში?
გამოკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ, კითხვებზე დადებითი პასუხი გასცა. (გამოკითხვის ანკეტები იხილეთ წრის მუშაობის მასალებში). აღნიშვნის ღირსია მოსწავლეთა კომენტარები იმასთან დაკავშირებით,თუ რომელი უნარები ჩამოუყალიბდათ და რომელი გაიუმჯობესეს, მაგ: ნიკოლოზ კვენეტაძემაღნიშნა, რომ განუვითარდათ დავალების დამოუკიდებლად შესრულების უნარი,მარიამ ქადაგიშვილმა თქვა, რომ გაიღრმავა
და განამტკიცა ცოდნა გრამატიკული საკითხების შესახებ, რაც დაეხმარა ზეპირი და
წერითი მეტყველების კულტურის დახვეწასა და სხარტი აზროვნების ჩვევის
ჩამოყალიბებაში. თეკლე ქამხაძემ
კი აღნიშნა, რომ მეცადინეობა მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ გარემოში, აქტივობები მეტად ხალისიანი და საინტერესო იყო, რომ მას შეეძლო დაესვა ყველა კითხვა, რაც აინტერესებდა და ა.შ.
მშობელთა გამოკითხვებში დასმული იყო კითხვები: შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება ქართული ენისადმი და ზოგადად სწავლისადმი, მათი შვილების დამოკიდებულება სემესტრის განმავლობაში? გამართლდა თუ არა მათი, როგორც მშობლების მოლოდინები? გამოკითხულიდან ყველამ კითხვებზე დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნეს, რომ ბავშვები უფრო ხალისით ასრულებენ დავალებას, უფრო დაინტერესდნენ საგნის მიმართ, აზროვნებენ სხარტად, იყენებენ მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუმაღლდათ საკუთარი თავისადმი რწმენა.მეოთხე კლასის მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება, თუ კიდევ გაგრძელდება საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.
No comments:
Post a Comment