სსიპ ვახტანგ
გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა
წრის მუშაობის რეფლექსია
ქართულის
წრე „ჩვენი ენა ქართული“
წრის ხელმძღვანელი: მაია ხარატი
2018–2019
სასწავლო
წლის პირველ სემესტრში შევიმუშავე
საწრეო მუშაობის გეგმა ქართულ ენაში და ჩამოვაყალიბე
წრე, სახელწოდებით
„ჩვენი
ენა ქართული“. მასში გაერთიანებული მყავდა IV კლასის მოსწავლეები. წრეზე განსახილველი
თემები
წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის, როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
საწრეო
მუშაობის
მიზანი
იყო მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავება
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
მოთხოვნების
მიხედვით
ქართულ
ენაში,
საწრეო
მუშაობა
საჭიროა
იმისთვის,
რათა
მოსწავლეებს
მეტი
ცოდნა
დაუგროვდეთ
გრამატიკაში,
რაც
მომავალში
სწორად
წერისა
და
მეტყველების
საწინდარი
გახდება.
გარკვეული
წლებია,
ქართული
ენა
ლიტერატურასთან
კომბინირებულად
ისწავლება,
მოსწავლეებს
ცალკე
არა
აქვთ
გრამატიკის
სახელმძღვანელო,
ამიტომ,
ბუნებრივია,
თუ
უფრო
გაღრმავებულად
ვასწავლით
მშობლიური
ენის
გრამატიკას,
აუცილებლად
წაადგებათ,
საწრეო
მუშაობის
აუცილებელი
პირობაც
ხომ
ქართული
ენის
პროგრამის
გაღრმავებულად
სწავლებაა,
მაგალითად:
მეტყველების
ნაწილები
და
მათი
მართლწერის
საკითხები,
ზედსართავი
სახელის
ხარისხის
ფორმები,
რიცხვითი
სახელების
მართლწერის
საკითხები,
სასვენი
ნიშნების
გამოყენება და ა.შ.
საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე. ამ მიმართულებით ჩავატარე ანკეტური
გამოკითხვა,
მივაწოდე
კომენტარი
რას
შეისწავლიდნენ,
როგორი
აქტოვობებით
და
რა
შედეგს
მიაღწევდნენ.
თავდაპირველად ჩემი მიზანი
იყო,
რომ
მოსწავლეთათვის
ჩამენერგა
საკუთარი
ძალების
რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი
დამოკიდებულება
ქართული
ენის
წესებისა
და,
საერთოდ,
ქართული
სალიტერატურო
ენის
ნორმების
დაცვის
მიმართ.
ამ
მიზნით
სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების
შესახებ
და
გზადაგზა
ვამეორებინებდი
ამა
თუ
იმ
წესს,
ხშირად
ვეუბნებოდი,
რომ
შეცდომის
არ
უნდა
გვეშინოდეს,
რადგან
ის
სწავლის
განუყოფელი
ნაწილია,
მთავარია
შეგვეძლოს
მათი
გამოვლენა
და
შემდეგ
გაანალიზება.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს. მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას. მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს,
მათში
არსებულ
შეცდომებს
და
მსჯელობის
გზით
მიდიოდნენ
სწორ
პასუხამდე.
მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს,
გაუღვივდათ
ინტერესი
და
პატივისცემა
საგნისადმი,
გაიზარდა
მოსწავლეთა
ცოდნის
დონე,
იყო
ხარვეზებიც,
ერთ
მოსწავლეს
ავადმყოფობის
გამო
გაუცდა
რამდენიმე
მეცადინეობა,
სწავლის
პროცესში,
როცა
საჭიროებამ
მოითხოვა,
შევცვალე
მასალის
თანმიმდევრობა,
მიუხედავად
ამისა,
საწრეო
მუშაობამ
მიზანს
მიაღწია
და
ხელი
შეუწყო
საგნის
პოპულარიზაციას
სკოლაში,
უფრო
მეტმა
მოსწავლემ
გამოთქვა
წრეში
ჩართვის
სურვილი. ქართული
ენის
წრის
მუშაობა
დადებითად
აისახა
საგნის
სწავლების
შედეგებზე.
No comments:
Post a Comment